Friday, July 15, 2011

1.პროექტის სახელწოდებაენერგიის ხარჯი და დაზოგვის გზები.
2.პროექტის მოკლე აღწერაენერგიის უყაირათო ხარჯვა შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ ხშირად ანთია ნათურები
და  მაშინ, როდესაც ისინი საჭირო არ არის; გახსნილია ან დაზიანებულია ონკანი და წყალი უმიზნოთ იღვრება და ა.შ.  პროექტის მიზანია ოჯახში მოხმარებული ენერგიის დაზოგვის გზების ძიება.
3.პროექტის სრული აღწერამოსწავლეებმა შეამუშავენ ენერგიის დაზოგვის გზები და მოსაზრებები გააცნეს ოჯახის  წევრებს. მაგ.შეამცირონ ენერგიის უქმად ხარჯვა–გამორთონ სინათლე, როდესაც იგი საჭირო არ არის, გამოიყენონ ეკონომიური  ნათურები. ელექტრული ხელსაწყოები მაქსიმალურ ენერგიას მოიხმარენ ჩართვა–გამორთვისას, მათი მუშაობა  გახანგრძლივდება, თუ არ გამორთავენ, თუკი მოკლე ხანში ისევ უნდა ჩართონ. ტელევიზორი მაშინაც კი ხარჯავს ენერგიას, როდესაც გამორთულია დისტანციური ჩამრთველით, ამიტომ მთლიანად გამორთვისათვის გამოიყენონ ზარის ღილაკი. შეზღუდონ ცხელი წყლის მოხმარება, ზამთარში იზრუნონ ბინის თბოიზოლაციაზე(დაგმანონ ფანჯრები, იატაკზე დააგონ ხალიჩები, ფანჯრებზე ჩამოკიდონ სქელი ფარდები და სხვ.) წყლის გასათბობად დაამონტაჟონ მზის კოლექტორები. გაითვალისწინონ, რომ საკვები მზადდება მიუხედევად იმისა, მაღალ თუ დაბალ ალზე დუღს იგი, რადგან დუღილის ტემპერატურა ორივე შემთხვევაში ერთი და იგივეა. გაითვალისწინონ, რომ ღია ფერის კედლები ირეკლავს დაცემული სინათლის ენერგიის 70/80%–ს, მუქი–10–15%–ს. შესაძლებელია ბინიდან გასასვლელ კართან გაკეთდეს წარწერა:“ბინიდან გასვლისას შეამოწმეთ, გამორთულია თუ არა ელექტრული ხელსაწყოები, გაზქურა, დაკეტილია თუ არა ონკანები“ და ა.შ.
4.მონაწილეთა ასაკი–მეცხრე კლასის მოსწავლები.
5.ვადები,ხანგრძლივობა–2 საგაკვეთილო პროცესი.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები
1.ოჯახში მოხმარებული სხვადასხვა სახის ენერგიის ღირებულების დადგენა;
2. ენერგიებს შორის პრიორიტეტულის განსაზღვრა(ეკონომიკური თვალსაზრისით);
3. ენერგიის დაზოგვის გზების განსაზღვრა.
7. მოსალოდნელი შედეგები
  • მოსწავლეები ისწავლიან მონაცემთა წარმოდგენას ცხრილებისა და დიაგრამების სახით;
  • ენერგიის ხარჯის შემცირება, რის საფუძველზეც გაკეთდება ეკონომია, შესაბამისად გაიზრდება ოჯახის ბიუჯეტი;
  • მოსწავლეები მიეჩვევიან სხვასაც ასწავლიან ენერგიის დაზოგვას. შესაბამისად დაიზოგება ენერგია ქვეყნის მასშტაბით.

8.სარგებელი სხვებისათვის–ოჯახში ენერგიის ხარჯის შემცირებით დაიზოგება ენერგია მთელი ქვეყნის მასშტაბით.
9.სამუშაო ენა–ქართული
10.საგნებთან:/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირიკავშირი აქვს მათემატიკურ და საბუნებისმეტყველო საგნებთან(ბიოლოგია,ქიმია)
11.მონაწილეები სხვა სკოლებიდანბუკისციხის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები.
12.პროექტის ავტორის სახელი–ნაირა დოლიძე
13.პროექტის ავტორის ელ–ფოსტა:nairadolidze@gmail

No comments:

Post a Comment